კობა ნაყოფია გამცდენ დეპუტატთა „რეკორდსმენად” დასახელდა

0

5305591meoreeeeeსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული გამოაქვეყნა, რომელთა შორის, მისი თქმით, „რეკორდსმენი“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაყოფიაა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს გაცდენა საპატიოდ ოჯახური მდგომარეობის გამო ეთვლება.

„არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები და მათი ოჯახები რამეთი განსხვავდება სხვა საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახებისგან. ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტის პლენარულ სხდომას 60-ზე მეტჯერ არ დასწრებია. მე ამოვწერე 10 ყველაზე გამცდენი ჩვენი კოლეგა. 60 და მეტი სხდომა ეს არის სამი სესია, წელიწად-ნახევარი, ფაქტობრივად“, – ამბობს უსუფაშილი.

სია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება:

გიორგი ვაშაძე – 66 გაცდენა

ემზელ მკოიანი და ზაზა კედელაშვილი 74-74 გაცდენა

როლანდ ახალაია – 80 გაცდენა

დავით ბეჟუაშვილი – 82 გაცდენა

გოდერძი ბუკია – 91 გაცდენა

გოგი ლიპარტელიანი – 93 გაცდენა

რამაზ ნიკოლაიშვილმა – 94 გაცდენა

აზერ სულეიმანოვი – 96 გაცდენა

კობა ნაყოფია  -101 გაცდენა

რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მასთან გამართული სამუშაო შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა. უკრაინელ ექსპერტებთან ერთად ,,ბრეინ შტორმინგში“ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრას ესწრებოდნენ – ზურაბ ადეიშვილი, გიორგი არველაძე, გოგა კვარაცხელია და დეპუტატი გიორგი ვაშაძე. თუმცა გამოქვეყნებულ სურათებში ნათლად ჩანს, რომ შეხვედრაზე დეპუტატი კობა ნაყოფიაც იმყოფებოდა.

 

 

 


Share.

Comments are closed.