ანსამბლ ,,თამარიონის“ სოლო კონცერტი 30 ივნისის ნაცვლად 1 ივლისს 18 საათზე გაიმართება. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი აცხადებს კონცერტი საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხების გამო ერთი დღით გადაიდო.
შეგახსენებთ, თვეზე მეტია ანსამბლი სოლო კონცერტისთვის სრული დატვირთვით ემზადება.
განახლებული რეპერტუარით, ახალი ფორმებითა და ახალი შემადგენლობით ანსამბლი 1 ივლისს მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება. „თამარიონის“ ორი თაობის შესრულებით მაყურებელი ათ ცეკვას იხილავს.
მოცეკვავეებს კონცერტის გამრავალფეროვნებაში ბოლნისის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ დაეხმარება.
,,თამარიონი“ წელს 15 წლის გახდა, ამიტომ სოლო კონცერტის შემდეგ ანსამბლი იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის დაიწყებს სამზადისს.