ვაკანსია ქართული ენის პედაგოგებისთვის

0

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურს 94 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

fs_12საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში შერჩეული კონსულტანტ-მასწავლებელები 2015-2016 სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფენ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისათვის ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.

კონსულტანტ-მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები:
ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების შესაბამისად;
არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა;
ცენტრის მიერ განსაზღვრულ პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართვა;
ადგილობრივი მასწავლებლების და პროგრამის დამხმარე მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე;
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ადგილობრივი მასწავლებლების ინტეგრაციის მიზნით მათი ქართული ენის კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობა;
სემესტრული ანგარიშების მომზადება და ცენტრისთვის წარდგენა.

კონსულტანტ-მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო 1250 ლარია.

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდგე ბმულზე: www.hr.gov.ge


Share.

Comments are closed.