დისველისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაია მიმდინარეობს

0

11053707_979685628759223_8481893019195213874_nრამდენიმე დღეა სოფელ დისველისკენ მიმავალი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. დაზიანებული გზა მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას წლებია უქმნის, ბოლო დროს მოსულმა ძლიერმა წვიმებმა კიდევ უფრო დააზიანა ის, რასაც მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, რომლის დავალებით, რესპუბლიკური მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშოებს, მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში, შპს ,,ჯავახ ავტო გზა“ ასრულებს. სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. ამ ეტაპზე ხდება გრუნტის გზის მოშანდაკება, რაც ორ დღეში დასრულდება. ასევე მიმდინარეობს გზის გვერდითი სანიაღვრეების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა.
გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
– მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გახლავთ. დისველის გზის კეთილმოწყობის მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან მუდმივად არის. ბოლო დროს გახშირებული წვიმების გამო, გზა კიდევ უფრო დაზიანდა. მუნიციპალიტეტის თხოვნის საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და რამდენიმე დღეში დასრულდება.


Share.

Leave A Reply