დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი მოეწყო

0

11639838_807596932688384_1594457851_o20-21 ივნისს ბოლნისის ძიუდოს დარბაზში ჩატარდა დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი საერთაშორისო ტურნირი  ჭაბუკთა შორის ძიუდოში.

2 დღიან ტურნირში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის 3 გუნდი, ახმეტის, ყვარელის, საგარეჯოს, თბილისის 3 გუნდი, მცხეთის, გორის, დუშეთის, ქუთაისის, ლენტეხის, მესტიის, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, წალკის, თეთრი წყაროს და დმანისის  გუნდები. ორივე დღეს მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 300-მდე მოასპარეზემ.

ტურნირის პირველ დღეს 1999-2000-2001  წლებში დაბადებულთა შორის გამოვლინდნენ  გამარჯვებულები.Document-page-001

ბერიანი ბადრი –  65 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი. გადაეცა დავით ნავერიანის სახელობის თასი.

ხოსიტაშვილი ვლადიმერი – 60 კგ. წონით კატეგორიაში   II ადგილი

ონიანი თორნიკე-  60 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი

ტურნირის ფინალურ დღეს გამოვლინდნენ გამარჯვებულები  2002-2003-2004-2006 წლებში დაბადებულებს შორის

გოცირიძე გიორგი – 34 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი

გვარლიანი ვეფხვია – 50 კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი

გურჩიანი სპარტაკი – 38 კგ. წონით კატეგორიაში    II ადგილი

საფაროვი ლოგმან  – 27კგ. წონით კატეგორიაში    II ადგილი

რაგიმოვი ქერამ  – 46კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი

გუსეინოვი ისმაილ – 27კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი

იბრაგიმოვი ალახვერდი – 27კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი

უგრეხელიძე ოლეგი – 23 კგ. წონით კატეგორიაში III ადგილი

პაკელიანი ტარიელი  – 30კგ.  წონით კატეგორიაში III ადგილი

დავით ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირში 12 მოასპარეზე დაჯილდოვდა მედლებით,  აქედან 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.


Share.

Comments are closed.