დაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

0

11246464_807087206072690_1163195465_oდაბა კაზრეთში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. ლენტი საზეიმო ვითარებაში  იუსტიციის მინისტრმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გაჭრეს საზოგადოებრივი ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლონ საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის მისაღებად ქონების რეგიტრაციისა და საბანკო  მომსახურებით სარგებლობისთვის ადგილობრივებს მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი შენობაში კაზრეთის მოსახლეობას ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. იუსტიციის მინისტრი მოსახლეობასაც გაესაუბრა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

Document-page-001

საზოგადოებრივი ცენტრი 12000-ზე მეტ მოსახლეს შესთავაზეს სერვისს. იმუშავებს უფასო ინტერნეტი. კომპიუტერები და ვიდეოკონკურენციის აპარატურა. შენობაში განთავსებულია ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ხელისუფლების ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მათ საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიებები. ცენტრშივე განთავსდება გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.

დაბა კაზრეთის პირველი მიკრორაიონის ცენტრში  საზოგადოებრივი ცენტრის აშენება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით რამდენიმე თვის წინ დაიწყო. გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა ბოლნისის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო.

დაბა კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრში 6 კადრი დასაქმდა.

 

Share.

Comments are closed.