სტიქიის შედეგად დაზარალებული ლეთოდიანების ოჯახი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მოინახულა. ძლიერმა წვიმამ 13 ივლისს სახლის კედელი ჩამოანგრია. ოთახში ამ დროს ოჯახის არცერთი წევრი არ იმყოფებოდა, რადგან დაბზარული კედელი ჩამონგრევის პირას იყო და მათ ცხოვრება პირველ სართულზე ორ ოთახში უწევდათ. ოჯახი უსახსრობის გამო სახლის შეკეთებას ვერ ახერხებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა შექმნილი მდგომარეობა და დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
გოგი მეშველიანმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ლეთოდიანების ოჯახი მოინახულა
0
Share.