ბოლნისში სტიქიის შედეგებს სწავლობენ

0

2015-06-13_190014გუშინდელი ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დაზიანებული ტერიტორიების დათვალიერება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სეტყვის შედეგის შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა დღეს დილიდან დაიწყო. სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფელი დისველი, აკაურთისა და რატევნის ზედა ზონები, სადაც ძირითადად ხორბლისა და ქერის ნათესებია. ჯგუფის მიერ ვიზუალური დათვალიერებით დისველში მდგომარეობა შედარებით მძიმეა, პირველადი მონაცემებით დაზიანებულია ნათესების დაახლოებით სამოცი პროცენტი. სტიქიით დაზიანებული ტერიტორიები მოინახულეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა და მისმა პირველმა მოადგილემ. სამუშაო ჯგუფის მიერ დაზიანებული ფართობების დათვალიერება რამდენჯერმე მოხდება, დაიდება დასკვნა და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი რა დახმარება გაეწევათ ფერმერებს.


Share.

Comments are closed.