ბოლნისში სარაგბო ფესტივალი გაიმართა

0

11650987_808018405979570_1163621391_nდღეს თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე, რაგბის კლუბ „ყოჩების“ ინიციატივით ბოლნისის, დაბა კაზრეთისა და თბილისის საჯარო სკოლებს შორის ფესტივალი გაიმართა, სადაც A და B ლიგისა და 17 წლამდე მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას. შეხვედრა ნორჩ სპორტსმენებს შორის ამხანაგური იყო. ფესტივალი მიმდინარე წელს უკვე მესამედ ჩატარდა, მისი ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს რაგბის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ახალგაზრდა თაობაში.

თემურ გაფრინდაშვილი, რაგბის კლუბს „ყოჩების“ გენერალური დირექტორი:

– დღევანდელი შეხვედრა რაგბში, საფესტივალო ასაკის ბავშვებს შორის შედგა. აღსანიშნავია, რომ მოზარდები თავს არ ზოგავენ და შრომობენ რომ ამ სპორტში უფრო მეტად განვითარდნენ.  შეხვედრები ხშირად გვქონია როგორც ბოლნისში, ასევე თბილისში.  გვინდა რომ ახალგაზრდები შეეჩვიონ რაგბს და ჩამოყალიბდნენ ნამდვილ  სპორტსმენებად.

თამაშის დასრულების შემდეგ ნორჩმა სპორტსმენებმა ბოლნისის „სიონის“ საკათედრო ტაძარი მოილოცეს.


Share.

Comments are closed.