ბოლნისის სამუსიკო სკოლის ხუთი მოსწავლე წარმატებულ შემსრულებლებად დაასახელეს

0

download13 მაისს  საკონცერტო დარბაზში  ნორჩ მუსიკოს-შემსრულებელთა IV რეგიონული კონკურსი ჩატარდა, რომელშიც   ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების სამუსიკო სკოლებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩვენმა სამუსიკო სკოლამ კონკურსში 10 მოსწავლე  წარმოადგინა აქედან 1 კაზრეთის ფილიალიდან.

საკონკურსო პროგრამაში  კომპოზიტორ მაკა ვირსალაძის თითო ნაწარმოები შედიოდა, როგორც სავალდებულო ხოლო დანარჩენი ორი ნაწარმოები ნებაყოფლობით იყო შერჩეული, როგორც კლასიკოს, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა შემოქმედებიდან.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საქართველის მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე  მანანა ახმეტელი, კონსერვატორიის პროფესორი, კონკურსის ორგანიზატორი ნუნუ ჭელიძე, პიანისტი ნუცა კასრაძე, ცენტრალური მუსიკალური ათწლედის დირექტორი ნოდარ ჟვანია. აღნიშნული შემადგენლობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბოლნისის სამუსიკო სკოლის ხუთი მოსწავლე დაასახელეს როგორც წარმატებული შემსრულებელი, ესენი არიან:  მესამე კლასის მოსწავლე სვეტლანა კაცაძე (პედაგოგი მზია ბეჟანიშვილი); მეხუთე კლასის მოსწავლეები: ელენე მეტრეველი (პედაგოგი ფიქრია ლაზარაშვილი); გვანცა კვაჭანტირაძე (პედაგოგი ლალი თანდარაშვილი) და  ნინი ჩაჩხალია (პედაგოგი ლალი თანდარაშილი); მეოთხე კლასის მოსწავლეს გიორგი ლაზარეშვილს (პედაგოგი ლია მუშკუდიანი) მიენიჭა მაკა ვირსალაძის ნაწარმოების საუკეთესო შემსრულებლის წოდება.

ეს მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას დასკვნით კონცერტზე რომელიც გაიმართება 6 ივნისს,    თბილისში  საქართველოს მუსიკალური საზოგადოების  ,  საკონცერტო დარბაზში.

„მონაწილეობას იღებდა 127 მოსწავლე,  ბოლნისში ამ კონკურსის ჩატარების მიზეზი იყო ის რომ ჩვენი დარბაზი კონკურსის ჩატარების ყველა პირობას აკმაყოფილებდა  ანუ ინსტრუმენტებიც,  დარბაზის აკუსტიკაც და მშვიდი გარემოც. კონკურსს  კომპეტენტური ჟიური განიხილავდა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ბავშვებს გაუჩნდათ მოტივაცია  და კლასიკურ მუსიკას  ყურადღება მიექცა. ბოლნისმა ჟიურიზე  ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ადგილობრივმა ხელმღვანელობამ ხელი შეგვიწყო ტრანსპორტით უზრუნველყოფაში“.-აღნიშნა bolnisi.ge -სთან ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის დირექტორმა ლალი თანდარაშვილმა.


Share.

Comments are closed.