ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი შეიქმნა

0

11430227_10153411774924116_1578610750782845240_nქალაქ თბილისში მიმდინარე წლის 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც თავად გამგებელი გოგი მეშველიანი უხელმძღვანელებს. შტაბის წევრები გამგებლის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ააიპი-ს ხელმძღვანელები არიან. საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფინდიდან მატერიალური დახმარება გაეწევა. ფინანსურ დახმარებას საკუთარი შემოსავლებიდან დაზარალებულებს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებიც გაუწევენ.
გარდა ამისა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოსახლეობასა და წარმოება-ორგანიზაციებს მიმართავს ჩაერთონ სოლიდარობის აქციაში და სურვილის შემთხვევაში ჰიგიენური საშუალებებით, პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტებით დახმარება გაუწიონ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.
დახმარების მსურველები, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის თანამშრომლებს შემდეგ ნომრებზე:
599 85 98 45-ლელა კვირიკაშვილი; 598 24 96 76-თამუნა ყურაშვილი;


Share.

Comments are closed.