ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი, მიმდინარე წლის 13 ივნისს ქალაქ თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს უსამძიმრებს, დაზარალებულ მოსახლეობას კი მატერიალურ დახმარებას ჰპირდება.
გოგი მეშველიანი- ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
,,საქართველო უმძიმესი ტრაგედიის მომსწრე გახდა. დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა სულით ხორცამდე შეგვძრა. მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა სტიქიის შედეგად დაღუპული მოქალაქეების გამო და მათ ოჯახებს მივუსამძიმრო.
ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებს კი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მატერიალურ დახმარებას გავუწევთ“.