ბოლნისის მუნიციპალიტეტს რეაბილიტირებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

0

11406148_965882153472904_30227489725992503_oშპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერეს. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე, კეთილმოწყობის მიზნით, საშმენებლო-სამონტაჟო სამუშაოები ჩაატარა, მოეწყო პოლიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები, ნარჩენები გადაიფარა საიზოლაციო ფენით, მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლოატაციისთვის, შემოიღობა ნაგავსაყრელის ტერიტორია, განთავსდა სადარაჯო ჯიხური, დამონტაჟდა სახანძრო სტენდი, ნაგავსაყრელის მაჩვენებელი ბანერები და ამკრძალავი ნიშანი. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება (დამონტაჟდა მზის ფოტო-ელექტრონული სისტემა) ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეცტექნიკით და მოეწყო მანქანა-მექანიზმების ფარდული. პროექტი, რომლის ღირებულება 317 6000 შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


Share.

Comments are closed.