კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. კონცერტი საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა გახსენს, შემდეგ კი სცენა ანსამბლ „იმედს“ დაუთმეს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ბავშვებს ეს ლამაზი დღე მიულოცეს და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
თოჯინების თეატრმა პატარა მაყურებლებისთვის წითელქუდას ზღაპარი წარმოადგინა.
ნუგზარ სალია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული -გუბერნატორის მოადგილე:
– ყველა ბავშვს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მინდა ეს პატარები იყვნენ ბედნიერები და იზრდებოდნენ წარმატებულ ქვეყანაში. მომავალ თაობაზე უნდა ზრუნავდეს თითოეული მოქალაქე და ყველა თანამდებობის პირი, ჩვენი ცხოვრება პირველ რიგში მათი კეთილდღეობისკენ უნდა იყოს მიმართული.
დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე:
– ყველას გილოცავთ ნინოობის დღესასწაულს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. არაჩვეულებრივი ღონისძიებაა, ერთობიან პატარები, ძალიან გვსიამოვნებს მათი ბედნიერი სახეების ყურება. არამარტო 1 ივნისი, არამედ ყოველი დღე უნდა მივუძღვნათ ბავშვებს. ჩვენი ვალია ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე.