ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბაგა-ბაღების აღმზრდელებს შეხვდა

0

11402529_976080869119699_6895715751731669923_o,,თქვენთან შესახვედრად მოვედით იმიტომ, რომ თქვენი პრობლემები გავიზიაროთ და შეძლებისდაგვარად გაგიუმჯობესოთ შრომითი პირობები“,- ასე დაიწყო შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა N4 და N5 ბაგა-ბაღების აღმზრდელებთან.

გოგი მეშველიანმა ბაგა-ბაღები მოადგილესთან ერთად მოინახულა, მენეჯერებსა და პედაგოგოებს გაესაუბრა და მათ წინაშე არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს გაეცნო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბაგა-ბაღების მუშაკებმა ერთობლივი წერილით მიმართეს, სადაც ყველა იმ საკითხზე დეტალურად წერდნენ, რომლის გადაჭრასაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან ელიან. წერილში მოყვანილი პრობლემები და მოთხოვნები გააჟღერეს N4 და N5 ბაგა-ბაღების აღმზრდელებმა გამგებელთან შეხვედრისას. ძირითადი მოთხოვნა შრომითი ანაზღაურების გაუმჯობესებას შეეხებოდა. ამასთანავე, პედაგოგები თანამშრომელთა დამატებას, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციას, საჭირო ინვენტარით აღჭურვასა და 36 დღიანი ანაზრაურებადი შვებულებით სარგებლობას ითხოვდნენ.
გოგი მეშველიანმა შეკრებილ აღმზრდელებს გაწეული ყოველდღიური შრომისათვის მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტი მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავს.
გამგებელმა შეკრებილ საზოგადოებას მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათ შორის არის მუნიციპალიტეტის 4 საბავშო ბაღის სრული რეაბილიტაცია. გასულ წელს რეაბილიტირდა დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის ბაგა-ბაღები. დარჩენილი 6 ბაღის რემონტი კი მომავალ წლებში განხორციელდება. გარდა ამისა, სამომავლო პერსპექტივაში, გეოლოგების დასახლებაში ახალი ბაღის მშენებლობაც იგეგმება. პროექტი მუნიციპალიტეტს შვეიცარიის განვითარების სააგენტომ საჩუქრად გადასცა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი უახლოეს დღეებში ყველა ბაღის მონახულებასა და თანამშრომლებთან გასაუბრებას გეგმავს.
,,ამ ადამიანების შრომა თავდაუზოგავია და ჩვენი მხრიდან სათანადო ყურადრებას იმსახურებენ. მათი ყოველი მოთხოვნა რათქმაუნდა გასათვალისწინებელია, ადგილობრივი თვითმმართველობა მათი პირობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს. მიმდინარეობს ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია და უკვე ახალი სასწავლო წლიდან აღსაზრდელები სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესს კომფორტულ გარემოში გაივლიან. ვაპირებთ ყველა ბაღის მონახულებას, თანმშრომელთა მოთხოვნებს კი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავაკმაყოფილებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.


Share.

Comments are closed.