ბოლნისელი ფეხბურთელები „სკოლბურთის“ ფინალზე მიემგზავრებიან

0

11426644_10153383471853007_390056743_oგაუსაძლისი სიცხის მიუხედავად №1 საჯარო სკოლის 2002 წელს დაბადებული ნორჩი ფეხბურთელები დატვირთული გრაფიკითა და დიდი შემართებით „სკოლბურთის“ ფინალური ეტაპისთვის ემზადებიან.

დათო ჩხეტიანი, №1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი:

– დაახლოებით მაისის ბოლოს დაიწყო შესარჩევი ტურნირი ფეხბურთში, ჩვენმა გუნდმა  საჯარო სკოლებს შორის რაიონის პირველობა მოიგო, ასევე გავხდით პირველი ადგილის მფლობელები რეგიონში და მივიღეთ „სკოლბურთის“ ფინალური ეტაპის საგზური ქობულეთში. ჩვენი ბავშვები ძალ-ღონეს არ იშურებენ წარმატების მისაღწევად. იმედი მაქვს ფორტუნა ჩვენს მხარეს იქნება და ბოლნისში პირველი ადგილით დავბრუნდებით.

ავთო გაბრიჭიძე, საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი:

– საკმაოდ დატვირთული გრაფიკით ვვარჯიშობთ, ბავშვები მაქსიმუმს აკეთებენ, დიდი იმედი მაქვს გუნდის თითოეული წევრის და მჯერა, რომ ბოლნისში ჯილდოთი დავბრუნდებით.

„სკოლბურთში“ შესარჩევ ეტაპზე მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა სკოლამ მიიღო, პროექტში ჩაერთო საქართველოს ყველა რეგიონი.

„სკოლბურთი“ საქართველოში 2007 წლიდან დაიწყო და მასში ყოველწლიურად მონაწილეობას 1500-მდე საჯარო სკოლა და 15000-მდე მოსწავლე ღებულობს. პროექტის მიზანია ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა ახალგაზრდა თაობაში.

„სკოლბურთის“ ფინალური ეტაპი ქობულეთში 25 ივნისს დაიწყება და 6 დღე გაგრძელდება.


Share.

Comments are closed.