ახალგაზრდა ბოლნისელების მორიგი წარმატება და ზედიზედ გატანილი სამი გოლი ერთი ფეხბურთელის ანგარიშზე

0

11401354_440134899498199_1521499675117585125_n13 ივნისს კულტურისა და დასვენების პარკში, საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა ფეხბურთში, სადაც სპოტკომპლექსის 2002-2003 წლებში დაბადებული ჭაბუკები, ბაქოს ,,აფშერონ“-ს დაუპირისპირდნენ. თამაში ბოლნისელი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა და 3:0 დასრულდა.

დღესვე მეორე ამხანაგური მატჩი თამაზ სტეფანიას სახელობის ბოლნისის ცრენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ,,სიონი 2005“-მა  ბაქოს ,,აფშერონს“ უმასპინძლა. თამაში აქაც ბოლნისელების უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის მეხუთე წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა სტუმრის კარში 3 გოლი ერთმანეთის მიყოლებით გაიტანა და თამაში დაძაბული და საინტერესო გახადა, შეხვედრა ბოლნისელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

პეტრე დანელია სპორტკომპლექსის დირექტორის მოადგილე: დღეს გვქონდა ამხანაგური მატჩი ჩვენი მეზობელი ქვეყნის გუნდთან აზერბაიჯანის ,,აფშერონთან“. შეხვედრები ბოლნისელების გამარჯვებით დასრულდა, კმაყოფილი ვარ დღევანდელი შედეგებით.

ავთო გაბრიჭიძე სპორტკომპლექსის გუნდის მწვრთნელი: კმაყოფილი ვარ ამ თამაშთ, დიდი იმედი მქონდა ჩემი ბიჭების, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ და შედეგმაც გაამართლა.

შერონ თურანი, ,,აფშერონის“ მწვრთნელი : ჩვენ წავაგეთ ეს მატჩი, მაგრამ ეს არ არის მთვარი, ეს ორი ქვეყნის მეგობრობაა. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო როლანდ ფრუიძეს მოწვევისთვის, ვულოცავ ბოლნისელებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას.


Share.

Comments are closed.