აქცია-კონცერტი სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

0

11401206_980642405330212_1338078850496215210_n,,გახედე მამულო საშველად მოგდიან”,- ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართება ხვალ, 26 ივნისს ბოლნისის კულტურის სახლში, რომელიც დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებას ისახავს მიზნად.
აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები და ფესტივალ-კონკურსების ლაურეატი შემოქმედებითი ჯგუფები. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
დასაწყისი 16 საათზე, ბილეთის ფასია 3 ლარი.


Share.

Comments are closed.