სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად აქცია-კონცერტი გაიმართა

0

11647415_809136272534450_1243924519_n,,გახედე მამულო საშველად მოგდიან“- ასე ერქვა აქცია-კონცერტს, რომელიც ქალაქ ბოლნისის  საგანმანათლებლო რესურსცენტრის  ორგანიზატორობით ჩატარდა.  ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში დატრიალებულმა  ტრაგედიამ ბოლნისშიც ჰპოვა ტკივილიანი ასახვა და კულტურის სახლში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სკოლებმა,  კულტურისა და ხელოვნების დამსახურებულმა წარმომადგენლებმა, საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალ-კონკურსების ლაურეატებმა და  სხვა შემოქმედებითმა  ჯგუფებმა

,,13 ივნისს დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ მთელი საქართველო გააერთიანა. სოლიდარობის  აქციებს ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. დღევანდელი ღონისძიება ბოლნისის რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საქველმოქმედო აქციებს ახალგაზრდებიც უერთდებიან,’’- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა.

კობა ჯღენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი:

საზოგადოებაში  იყო მოლოდინი და სურვილი   თავისი წვლილი შეეტანათ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ქ.ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი  მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოვიდა ინიციატივით, სკოლების პოტენციალის ხარჯზე  გაემართათ აქცია კონცერტი, რა თქმა უნდა დავთანხმდით, გამოვთქვით სურვილი, რომ შევძლებდით ამ კონცერტის ორგანიზებას და როგორც ხედავთ, გაიმართა მშვენიერი ღონისძიება’’-

,,დღეს მე ვმონაწილეობ  საქველმოქმედო კონცერტში, შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულთა  დასახმარებლად გადაირიცხება.  ბედნიერი ვარ, რომ თუნდაც მცირედით შევიტან წვლილს  ამ სასიკეთო საქმეში.’’ აღნიშნა #5 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნათია ჩაგელიშვილმა.

ნონა ხუზმიაშვილი

 


Share.

Comments are closed.