„არემჯი”-ს წარმომადგენლებმა №1 საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს

0

11296431_10153366548538007_1151187717_o„არემჯი”-ს წარმომადგენლებმა ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში დასრულებული ინფრასტრტუქტურული სამუშაოები მოინახულეს. კომპანიის ფინანსური დახმარებითა და კეთილი ნებით, საპირფარეშოებს და სააქტო დარბაზს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

მრავალი წლის მანძილზე არსებული სველი წერტილების პრობლემა „არემჯი”-ს დახმარებით მოგვარდა.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არქიტექტურამ“ განახორციელა, რომელმაც საპირფარეშოები მაღალი ხარისხის მეტლახ-კაფელით, ხელსაბანებით, ვენტილაციითა და გაყვანილობით აღჭურვა. დარბაზში კი შეიცვალა დაზიანებული იატაკი და შეიღება კედლები. სამუშაოები ორი თვის მანძილზე მიმდინარეობდა, რომელზეც შვიდი ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდა.

კომპანიის წარმომადგენლება პირველი საჯარო სკოლის დირექტორისგან სკოლაში არსებული პრობლემები მოისმინეს და შესაძლებლობების ფარგლებში, გვერდში დგომას დაჰპირდნენ.

Share.

Comments are closed.