„არემჯი”-ს საჩუქარი კაზრეთელ და ბალიჭელ პატარებს

0

10986801_779146278851127_5935793228861148336_o1 ივნისს, კომპანია “არემჯის” წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიულოცეს და მათვის დღესასწაული გამართეს.
სპეციალურად ბავშვებისათვის დაბაში მულტი-პულტის სამყაროს გმირები და ანიმატორები ჩავიდნენ, რომლებმაც პატარებისათვის დაუვიწყარი შოუ პროგრამა მოაწყვეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ორივე საბავშვო ბაღის 350-მდე აღსაზრდელს საჩუქრად ტკბილეული, ხოლო ბაღებს მაგნიტური დაფები და სათამაშო ნაკრები გადასცეს.

 


Share.

Comments are closed.