ანსამბლი „თამარიონი“ სოლო კონცერტისთვის ემზადება

0

11422381_854741091242406_1023628250_oერთ თვეზე მეტია ანსამბლი სოლო კონცერტისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

განახლებული რეპერტუარით, ახალი ფორმებითა და ახალი შემადგენლობით ანსამბლი „თამარიონი“ 30 ივნისს მაყურებლის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგება. „თამარიონის“ ორი თაობის შესრულებით მაყურებელი ათ ცეკვას იხილავს.

მოცეკვავეებს კონცერტის გამრავალფეროვნებაში ბოლნისის ქალთა ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“  დაეხმარება.

,,თამარიონი“ წელს 15 წლის გახდა, ამიტომ  სოლო კონცერტის შემდეგ ანსამბლი  იუბილისადმი   მიძღვნილი    ღონისძიებისთვის  დაიწყებს  სამზადისს.

 

Share.

Comments are closed.