ამხანაგური შეხვედრებიდან სპორტკომპლექსის გუნდები წარმატებით დაბრუნდნენ

0

11423442_802118383236239_1642490098_oბოლნისის ფრენბურთელთა გუნდი საქართველოს ჩემპინატისთვის ემზადება, რომელსაც წინ ამხანაგური შეხვედრები უძღვის. გოგონათა ნაკრებმა ბოლო შეხვედრა დუშეთში გამართა, სადაც თბილისის და დუშეთის ორი გუნდი მონაწილეობდა. ერთმანეთს 2000-2001 წლებში დაბადებულები დაუპირისპირდნენ. ბოლნისს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ორივე გუნდი 3:0-3:0  დაამარცხა. მორიგ ამხანაგურ შეხვედრას თვის ბოლოს ბოლნისი უმასპინძლებს, რომელიც ბადრი გაბიძაშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დუშეთში ამხანაგური შეხვედრა კალათბურთშიც ჩატარდა,  ბოლნისელმა სპორტსმენებმა დუშეთის გუნდი 60-41, ხოლო თბილისის „ავლაბრის“ ნაკრები 56-52 დაამარცხეს.

„აქტიურად ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის, ძლიერი გუნდი გვყავს და მჯერა  აუცილებლად მოვიპოვებთ  გამარჯვებას. ჩემპიონატს წინ უძღვის ამხანაგური შეხვედრები, საიდანაც ვიგებთ ჩვენს შესაძლებლობებს, შარშან ფინალში ბათუმთან დავმარცხდით და მეორე ადგილი დავიკავეთ.  სპორტსკოლის დირექტორის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის კეთილი ნებით ჩვენი ფრენბურთელები სტიპენდიანტები გახდნენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ყოველთვიურად 50 ლარს იღებენ“ -აღნიშნა ფრენბურთის გოგონათა ნაკრების მწვრთნელმა მარინა ქობულაძემ.


Share.

Leave A Reply