მოსწავლეები ჟურნალისტების ამპლუაში

0

11211496_811453775601561_1110232877_o„ნორჩი ჟურნალისტი“  ერქვა ღონისძიებას, რომელიც  ბოლნისის №1 საჯარო სკოლის IIIკლასმა წარმოადგინა. როგორც ქეთევან დადვანი  ამბობს, აღნიშნული ღონისძიება წლის დასაწყისში დაგეგმილი დღე და წელიწადის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო საათია, ხოლო ერთ-ერთი კომპონენტი  ქალაქის ცნობილ ადამიანებთან შეხვედრა. მოსწავლეები ჟურნალისტების ამპლუაში მოგვევლინენ და სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს როგორც შემეცნებითი, ასევე ცხოვრებისეული შინაარსით დატვირთული კითხვები დაუსვეს. რესპონდენტებად ამორჩეული ჰყავდათ მოსწავლეები და წარმომადგენლები როგორც მუნიციპალიტეტიდან, ასევე რესურსცენტრიდან. მომავალი ჟურნალისტები საკმაოდ დამაჯერებლად სვამდნენ შეკითხვებს, ისმენდნენ პასუხებს და ბევრი საინტერესო რამ გაიგეს რესპონდენტებისგან.  ღონისძიება 1 საათი გაგრძელდა და  საკმაოდ შთამბეჭდავად წარიმართა.

რეკლამა

მარი ღუღუნიშვილი, IIIმოსწავლე:

– ამ ღონისძიებით კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ კარგად უნდა ვისწავლოთ,  ბევრი  ვიშრომოთ,  ვიმეცადინოთ და წარმატებული ადამიანები გავხდეთ.

კლარა ქინქლაძე, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტი, პედაგოგი:

-დღევანდელი ღონისძიება იყო ძალიან ლამაზი, გულში ჩამწვდომი. ბავშვები იყვნენ არაჩვეულებრივები. პედაგოგი ქეთევან დადვანი განსაკუთრებულია, მე როგორც ყოფილი ხელმძღვანელი, მას ყოველთვის ვაფასებდი თავისი ერთგულებით, აქტიურობით, გამოცდილებით და ცოდნით. დღეს იყო ამის ნათელი დადასტურება.

ირმა წაქაძე, №1 საჯარო სკოლის დირექტორი:

– ძალიან შთამბეჭდავი და  საინტერესო იყო დღევანდელი ღონისძიება, მიზანი პიროვნების მორალური და ზნეობრივი აღზრდის ხელშეწყობა იყო. ვფიქრობ ბავშვებმა დაიკმაყოფილეს ცნობის წადილი,   მიხვდნენ, რომ წარმატების საფუძველი არის მხოლოდ შრომა, შრომა და ისევ შრომა.

გია ღვინერია, თეატრის დირექტორი:

– კმაყოფილი ვარ  რომ მომიწვიეს, ყველაზე მეტად მომეწონა  ბავშვების აზროვნება, ორ-სამ თვეში ერთხელ რომ ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები, არა მარტო ამ კლასში, არამედ ზედა კლასებშიც, ბავშვებს უფრო მეტად განუვითარდებათ გონება.

„ვფიქრობ, რომ ბავშვებისთვის ეს დღე საინტერესო იყო,  ბევრ კითხვას გაეცა პასუხი,  ბევრი რამ გაიგეს იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ, რომელიც, ვფიქრობ, გამოადგებათ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია  ბავშვებმა გააცნობიერონ, რომ ბავშვობა უსასრულო არ არის და დგება  მომენტი, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე ხარ პასუხისმგებელი. ვფიქრობ ის მისია, რაც  დღევანდელ ღონისძიებაში ჩავდე, შევასრულე და  დიდი სურვილი მაქვს  ბავშვებისთვის ეს დღე იყოს დაუვიწყარი“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში კლასის დამრიგებელმა ქეთევან დადვანმა.

ნონა ხუზმიაშვილი

11212017_811441405602798_87262556_o 11229460_811440702269535_737499839_o 11241147_811443842269221_1243015257_o


Share.

Comments are closed.