ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოთხი საბავშო ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო

0

4 (1)ქალაქ ბოლნისის №1 ბაგა-ბაღი ინვენტარისგან დაიცალა, რამდენიმე დღის განმავლობაში მშობლები და მასწავლებლები შენობას ავეჯისგან ათავისუფლებდნენ.  ანალოგიური მდგომარეობაა  მუნიციპალიტეტის  სკოლამდელი აღზრდის სამ დაწესებულებაში ბოლნისის №6, სოფელ ქვეშისა და დაბა თამარისის საბავშვო ბაღებში. აღნიშნულ ბაღებს სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. შეიცვლება სახურავები და კარ-ფანჯარა, მოპირკეთდება შენობების შიდა და გარე ფასადები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა, შიდა წყალსადენი, კანალიზაცია.

ადმინისტრაციამ აღსაზრდელები სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე სხვადასხვა ბაღებში გადაანაწილა.

რეკლამა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება


Share.

Comments are closed.