26 მაისი ბოლნისში

0

11159992_961362740591512_135795517813819387_nკულტურული და სპორტული ღონისძიებების კვირეული, რომელმაც ფესტივალის მასშტაბები შეიძინა. ასე შეფასდა ღონისძიებათა ციკლი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით 20 მაისს საზეიმოდ გაიხსნა ღონისძიებების კვირეული, რომელმაც სხვადასხვა კულტურული და სპორტული წარმოდგენა მოიცვა. ღონისძიებების კვირეულის სახით ჩატარებამ გარდა იმისა, რომ ხალხის მასების ჩართულობა გამოიწვია, ამასთანავე მოემსახურა ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანს.
,, ფესტივალი- ბოლნელები საქართველოსთვის“,- ასე ერქვა კვირეულს, რომელშიც როგორც ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები, ასევე მოწვეული ცნობილი ხელოვანები და შემოქმედებითი დასები იღებდნენ მონაწილეობას. პროექტის ფარგლებში მაყურებელმა მაღალ დონეზე ორგანიზებული თეტრალური სპექტაკლები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკის კონცერტები, საოპერო და საფორტეპიანო მუსიკის საღამოები, ქორეოგრაფიული და თეატრალიზებული სანახაობები იხილა.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილმა ღონისძიებებმა კულმინაციას 26 მაისს მიაღწია.
ბოლნისის ცენტრალური ქუჩა ერთი დღით კულტურული და სპორტული ღონისძიებების ეპიცენტრად გადაიქცა. დილიდან ქალაქში საზეიმო განწყობა სუფევდა.
11 საათზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის წინ დამონტაჟებული სცენა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა დაიკავეს. ლამაზი წარმოდგენის შემდეგ, მოსახლეობის წინაშე ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები წარსდგნენ. შესრულდა სახელმწიფო ჰომნი და ასპეციალურად ბოლნისისტვის დეკანოზ ბასილ ახვლედიანის მიერ დაწერილი სიმღერაც აჟღებდა.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა გამგეობის აივნებზე მდგარმა სამხედროებმა, ,,ბოლნისის ყოჩების” რაგბისტებმა და ჩოხებში გამოწყობილმა მედოლეებმა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი მეშველიანთან ერთად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია ესწრებოდა.
სტუმრებმა მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცის და მის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით საქართველოს კუთხეები მეოწყო, რომლებმაც სადღესასწაულო პროგრამები წარმოადგინეს. გარდა ამისა გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენაც. სტუმრებს მასპინძლებმა ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სუფრითა და ფოლკლორით უმასპინძლეს.
პროგრამის ფარგლებში პატარებისთვის ღია ცის ქვეშ თოჯინების თეატრის ჩვენება გაიმართა. ასევე მოეწყო მოსახლეობაში შემორჩენილი სიძველეების გამოფენა.
კულტურული ღონისძიებების პარალელურად ქალაქში სპორტული აქტივობებიც გაიმართა. ქ. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მინი-ფებურთის ტურნირის ფინალი გაიმართა. გამარჯვება სოფელ რაჭისუბნის გუნდმა მოიპოვა, რომელიც თასით დააჯილდოვეს.
გარდა ამისა შეჯიბრი ჩატარდა მკლავჭიდში, კიკბოქსინგში, ჭიდაობასა და ჭადრაკში.

 

Share.

Comments are closed.