20 მაისიდან ბოლნისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იწყება

0

11204654_782014081913336_1042629954_o20-დან 27 მაისის ჩათვლით მუნიციპალიტეტი გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს. კვირეულის სახელწოდებაა „ფესტივალი-ბოლნელები საქართველოსათვის“. ღონისძიებებზე დასწრება ფასიანია, ბილეთების შეძენა 8 მაისიდან ბოლნისის კულტურის სახლის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ასევე მსურველს შეუძლია ისარგებლოს აბონემენტით.

„ეს იქნება ძალიან მაღალი დონის, ყველა ასაკისა თუ გემოვნების მქონე ადამიანზე გათვლილი ღონისძიებების კვირეული, რისთვისაც დაუღალავად შრომობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, კულტურისა და სპორტის მუშაკები. მოსახლეობის მხრიდან კი აუცილებელია დიდი აქტივობა, რამეთუ იქნას დაფასებული თითოეული მონაწილის შრომა.  კვირეული გაიხსნება კულტურის სახლის ფოიეში მოწყობილი სამხატვრო აკადემიის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენით და საგუნდო მუსიკის სპექტაკლით „წუთისოფელი“, რომელსაც მომდევნო დღეებში მოჰყვება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ სპორტული ღონისძიებები. კვირეულის ფარგლებში ბოლნისელებს და არამარტო მათ უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. ბილეთების ფასი ხელმისაწვდომია, რომლის შეძენაც შესაძლებელი იქნება კულტურის სახლის სალაროებში“, _განაცხადა ბოლნისის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა კობა ჟღენტმა.

Share.

Comments are closed.