ჭავჭავაძის ქუჩაზე დილიდან მძიმე ტექნიკა მუშაობს. სამუაოებს ბოლნისის №2 საგზაო-საექსპლოატაციო სამსახურთან ერთად კომუნალური მეურნეობის თანამშრომლები ასრულებენ. ტერიტორიაზე ინერტული მასალა იშლება. გზის საფარი ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრეების დამონტაჟების დროს დაზიანდა. დღეს ჩატარებული სამუშაოების შედეგად დროებით მოგვარდება პრობლემა, ხოლო წყლისა და კანალიზაციის მაგისტრალის შეცვლის შემდეგ ქალაქის ქუჩების მოასფალტება დაიწყება.
ჭავჭავაძის ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარი ინერტული მასალით შეივსო
0
Share.