,,წუთისოფელი” – მუსიკალურ- ეთნოგრაფიული სპექტაკლი მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით

0

1508210_958125680915218_7462491330734613255_n,,წუთისოფელი”,- ასე ერქვა მუსიკალურ- ეთნოგრაფიულ სპექტაკლს, რომელიც პროექტის ,,სამი თაობა” ფარგლებში დაიდგა. სპექტაკლმა ბოლნისში მოქმედი სამი თაობის ხუთი ფოლკლორული ანსამბლის ასამდე მონაწილე გააერთიანა.
მაყურებელმა დარბაზში მე-18, მე-19 და მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია და ტრადიციები ფოლკლორსა და ქორეოგრაფიაში გაცოცხლებული იხილა. ქართული მრავალხმოვანებით მომღერლებმა საქართველოს სოფლებისა და ქალაქების ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება უზადო შესრულებით გადმოსცეს.
პროექტის ავტორი კულტურის სახლის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი გახლდათ. ღონისძიება ორი საათის განმავლობაში, ორ მოქმედებად მიმდინარეობდა. დარბაზში მქუხარე აპლოდისმენტები არ ცხრებოდა. მაყურებელმა ქართული ტრადიციული მუსიკის ნამდვილი დღესასწაული იხილა.
ღონისძიებას საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი გელა კვარაცხელია, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა მეუფე ეფრემთან ერთად, პროექტის მონაწილეები და ანსამბლების ხელმძღვანელები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.


Share.

Comments are closed.