წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მონასტრისაკენ მიმავალი გზის მშენებლობა დასრულდა

0

10688385_952379061489880_6315905113069657767_oსაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა ქვემო ქართლის გუბერნატორ პაატა ხიზანაშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან ერთად ელიას მთაზე ახლადაშენებული გზა გახსნა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მონასტრისკენ მიმავალი ქვაფენილის გზა დააგო. სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულებამ 312456,36 ლარი შეადგინა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,მამისონმა” შეასრულა. მშენებლობის პროცესში დასაქმდა ადგილობრივი მუშახელი. რეაბილიტირებული გზის სიგრძე 1,5 კმ-ია, სიგანე კი- 3,5 მეტრი. გზის მთელ სიგრძეზე ორივე მხრიდან მოეწყო გვერდულები. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხრიდან უახლოეს ხანში მოხდება მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გარე განათების მოწყობა, დამონტაჟდება თანამედროვე, ეკონომიური ლედ-ნათებები.

Share.

Comments are closed.