ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების ურთიერთობები – პრემიერა მქუხარე აბლოდისმენტების თანხლებით

0

11196583_856812654408145_797192404_o30 აპრილს ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე პრემიერა შედგა. მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებელს ბასა ჯანიკაშვილის პიესის მიხედვით დადგმული ტრაგიკომედიური ჟანრის სპექტაკლი წარუდგინა.

„სულიკო“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლიც ქვრივი ქალის ამბავზეა აგებული. მასში სევდანარევი იუმორითაა ასახული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების ურთიერთობები.

მაყურებლით სავსე დარბაზიდან აპლოდისმენტები არ წყდებოდა, რაც იმის დასტურია რომ პრემიერა მართლაც შედგა.


Share.

Comments are closed.