„ჩვენ ხომ ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ” -აზერბაიჯანელი მოსწავლის თავისუფალი თემა სამშობლოზე

0

309049_109133152535947_1155232682_nჩემი სამშობლო

ჩემი სამშობლო არის ის ქვეყანა, სადაც დავიბადე და ავიდგი ფეხი.
ჩემი სამშობლო საქართველოა , ეროვნებით ვარ აზერბაიჯანელი და მოგეხსენებათ ეს ორი ერი არის მოძმე ერი. ჩვენ ქართველებს და აზერბაიჯანელებს ერთმანეთის მიმართ გვაქვს მეგობრობა და სიყვარული, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიყვარული კიდევ უფრო გაღრმავდება . ვეცნობი ჩემი ქვეყნის კულტრას და გული სიამაყით მევსება ,ვიხიბლები საქართველოს სილამაზით, ჩვენ ძალიან მდიდარი და ლამაზი მხარე გვაქვს ,თვალუწვდენელი კლდეები სადაც შეფენილია ულამაზესი ციხე კოშკები.
მიუხედავად იმისა რომ მე აზერბაიჯანელი ვარ, ვცდილობ კარგად ვისწავლო , დავეუფლო ქართულ ენას და ამით გამოვხატო მეტი სიყვარული და პატივისცემა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ვცხოვრობ. მე მჯერა, რომ საქართველო გაბრწყინდება დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, ღმერთი დაგვიცავს და გაგვამთლიანებს, უფალი იყოს ჩვენი და სრულიად საქართველოს მფარველი, ჩვენ ხომ ხვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ.
ისტორიიდან ვიცით ,რომ ჩემი სამშობლო მრავალჭირნახულია, საუკუნეების განმავლობაში არბევდა და ავიწროვებდა მტერი ხალხს და მის ტერიტორიებს, მაგრამ ქართველების ვაჟკაცობამ ერთმანეთის თანადგომამ და მებრძოლმა სულმა გადარჩინა დღევანდელი საქართველო.
“ორ ზღვას შუა ძველისძველად,
საომარი იყო ლელო
ის გადარჩა და სახელად
ეწოდება საქართველო”.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. სავანეთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე: კურბანოვი მათლაბ


Share.

Comments are closed.