“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”

0

saydrisi-samushaoebi_170d7კაზრეთში, ყაჩაღიანის უბნის ტერიტორიაზე საყდრისთან დაკავშირებული სარჩელის განმხილველ მოსამართლეებს და ექსპერტებს ელოდებიან.

კაზრეთში უკვე იმყოფებიან “საყდრისის გადარჩენის კომიტეტის” წევრები. როგორც კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ექსპერტები და მოსამართლეები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მისი თქმით საყდრისის დათვალიერების თაობაზე მოსამართლემ მართლაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

“მოსამართლემ მართლაც პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და ის ჩამოდის, რომ საკუთარი თვალით ნახოს ის დანაშაულის ადგილი, რომელიც ყაჩაღიანის ტერიტორიაზეა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოსამართლე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ისინი ექსპერტებთან ერთად ტერიტორიას დაათვალიერებენ. საყდრისის გადარჩენის კომიტეტს, არც ერთ ეტაპზე კომბინატის გაჩერება არ მოუთხოვია, მაგრამ რაც შეეხება კულტურულ ძეგლს, იმედია მასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა მამალაძემ.


Share.

Comments are closed.