„ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი“ ყველის ფესტივალისთვის ემზადება

0

10689187394_9386ac3391_b„ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი“ ერთი თვეა ყველის ფესტივალისთვის ემზადება, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება.

კოოპერატივის წევრებს სხვადასხვა სახეობის ყველის დამზადებაში მასტერკლასი ქართული ყველის მწარმოებელმა, გილდიის უფროსმა ანა მიქაძემ და ტექნოლოგმა მანანა ბერაიამ ჩაუტარა.

რიყეზე გამართულ ყველის ფესტივალში, სადაც წარმოდგენლილი იქნება როგორც ძველი, ისე ახალი სახეობის ყველი, მონაწილეობას მიიღებენ ამიერკავკასიის მასშტაბით შექმნილი კოოპერატივები.

რეკლამა

„აჭარლები ძირითადად ვამზადებთ ძველი სახეობის ჩეჩილს, მოშუშულს და ყურუთს. ტრენინგებისა და მასტერკლასების შედეგად ახალი სახეობის თანამედროვე ყველის დამზადება ვისწავლეთ. მოწვეულ ქალბატონებთან ერთად სხვადასხვა ეგზოტიკური სუნელების შერევით მოვამზადეთ ყველი, რომელსაც ფესტივალზე წარვადგენთ. ხრამის ხეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მესამედ იღებს მონაწილეობას ფესტივალზე, კოოპერატივი გილდის წევრია. ამჟამად მიმდინარეობს საწარმოს კეთილმოწყობა, ამიტომ ფესტივალზე წარსდგნენ ყველს სახლებში ვამზადებთ“, -აღნიშნა კოოპერატივის თავმჯდომარემ მერი მახარაძემ.

„ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დისველი“ დაარსდა 2014 წელს „სოფლად მცხოვრები ქალების შესაძლებლობებისა და როლის გაძლიერება მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობის განვითარებისთვის მხარდაჭერით HILFSWERK.Austria-ს მიერ ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად – CENN საქართველოში და Creen Lane სომხეთში.

ამჟამად სოფელ დისველში მიმდინარეობს  რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა, რომელიც ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება. საწარმო იმ პროგრამის ნაწილია, რომელიც ეკომიგრანტების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

Share.

Comments are closed.