,,ფესტივალი – ბოლნელები საქართველოსთვის” – სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს

0

11273684_380502568817638_1573848843_oდამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის სამზადისი დასასრულს უახლოვდება.

თითქმის ყველა შემოქმედებითი ჯგუფი მზად არის.

საორგანიზაციო საკითხები, მოსაწვევები, ბილეთები, განათება, სცენა, უამრავი წვრილმანი – რამდენიმე დღეში ბოლნისი ერთკვირიანი კულტურული ღონისძიებებით დაიტვირთება.

20-დან 27 მაისის ჩათვლით ბოლნისელ მაყურებელს და არამარტო მათ, უამრავი ემოცია და და ლამაზი წუთი ელოდება.

„ყველა დეტალი განსაკუთრებული უნდა იყოს“,- აცხადებენ კვირეულის კულისებში.

გაუთავებელი რეპეტიციები, სამზადისი მაყურებლისთვის განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად და ბოლო შტრიხები – სამოსი, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერა. ეთნოგრაფიული მუსიკალური სპექტაკლი ,,წუთისოფელი”-ს მონაწილეებმა დღეს მათთვის განკუთვნილი სამოსი მოირგეს. სპექტაკლი პროექტ „სამი თაობა“ ფარგლებში დაიდგა და მასში ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხუთი ანსამბლია გაერთიანებული. პროექტის მონაწილე ანსამბლ „ორბელის“ წევრთათვის დამზადდა ქილები, ქამარ-ხანჯალი და აზიურები.

,,ანსამბლ ,,ალილოსთვის” მოხდა ფორმების შეძენა, ასევე ანსამბლ ,,ორბელის”და ,,სიონის”რამდენიმე ახალი წევრისთვის. პროექტის ფარგლებში სულ თვრამეტი ფორმის შეძენა მოხდა, სამოსი დამზადდა ანსამბლის ხელმძღვანელებისთვისაც”,- აღნიშნა bolnisi.ge-სთან საუბარში ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სოსო კოპალეიშვილმა.

რეკლამა

20 მაისი, 18:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №108).

  • ტრადიციული მუსიკის დღესასწაული  ბოლნისში პროექტი ,,სამი თაობა”, ეთნოგრაფიული მუსიკალური სპექტაკლი ,,წუთისოფელი”.

პროექტისა და  სცენარის ავტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი: სოსო კოპალეიშვილი

მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძე, კონსულტანტი: ნანა ვალიშვილი, რეჟისორი: ზურაბ ხვედელიძე, ქორეოგრაფი: თამარ რეხვიაშვილი, დიზაინერი, მხატვარი, სცენოგრაფი: დავით ჯამრიშვილი,ტექნიკური უზრუნველყოფა: გივი ფალავანდიშვილი, არჩილ ხაჩიძე, დავით ჯამრიშვილი.

მონაწილეობენ: ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ტრადიციული მუსიკის მიმართულების ბავშვთა და მოზარდთა, ახალგაზრდული და მოხუცთა ფოლკლორული ანსამბლები (მიმართულების ხელმძღვანელი: სოსო კოპალეიშვილი).


Share.

Comments are closed.