„ფესტივალი – ბოლნელები საქართველოსთვის“ – კვირეულზე მომუშავე პერსონალს მადლობის სიგელები გადაეცა

0

11291840_793801260734618_1477003870_n „ფესტივალი – ბოლნელები საქართველოსთვის“ ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში კვირეულის ორგანიზატორების და საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა მედიასთან და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან. ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გამგებელმა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში ჩართულ თითოეულ მონაწილეს საჯაროდ მადლობა გადაუხადეს. კობა ჟღენტმა კვირეულის განმავლობაში გაწეულ ნაყოფიერ მუშაობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე არ დავიწყებიათ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად აშუქებდნენ   ჩატარებულ ღონისძიებებს. მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა  კულტურის, სპორტის, განათლების წარმომადგენლებს მადლობის სიგელები გადასცა. კვირეულის გაშუქებისთვისა და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გაზეთმა „ბოლნისმაც“ მიიღო.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების კვირეული 20 მაისს გაიხსნა და 27 მაისს ბოლნისის მუნიციპალური დასის მიერ დადგმული სპექტაკლით „სულიკო“ დასრულდა.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.