,,ფესტივალი – ბოლნელები საქართველოსთვის” – კვირეულის ფარგლებში გასამართი ღონისძიებების განრიგი

0

10273383_727237327337389_2887167163940836993_o20-დან 27 მაისის ჩათვლით მუნიციპალიტეტი გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კვირეულზე, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ ღონისძიებებს. კვირეულის სახელწოდებაა „ფესტივალი-ბოლნელები საქართველოსათვის“. ღონისძიებებზე დასწრება ფასიანია, ბილეთების შეძენა 8 მაისიდან ბოლნისის კულტურის სახლის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ასევე მსურველს შეუძლია ისარგებლოს აბონემენტით.

გთვაზობთ ღონისძებათა ჩამონათვალსა და განრიგს.

რეკლამა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

2015 წლის 20-27 მაისი

ქ. ბოლნისში დაგეგმილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების კვირეული

 ,,ფესტივალი – ბოლნელები საქართველოსთვის”

კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების ნუსხა

 20 მაისი

ღონისძიება – I

14 : 15 სთ –  მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული დარბაზი ,,საბა” (მისამართი:  ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 108, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია).

  • ,,საჯარო საუბრები” – ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის და პედაგოგებისათვის, აბიტურიენტებისათვის და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის.

შეხვედრა აპ. ქუთათელაძის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის  პროფესორ  ნინო ღაღანიძესთან ((თსსა) სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)), საუბარი: ,,აკადემიის ისტორია, დღევანდელობა და სამომავლო პერსპექტივები”.

(იდეისა და პროექტის ავტორი, კოორდინატორი: აკადემიის დოქტორი თემურ ბიბილური ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად).

ღონისძიება – II

16:15 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის ვესტიბიული (მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 108, კულტურის სახლი).

  • კვირეულის გახსნის საზეიმო ცერემონიალი (დასწრება მოსაწვევებით), (გახსნის ცერემონიალზე მოხდება გაზეთ ,,ბოლნისის” მიერ ჩატარებული ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულების ,,2014 წლის საუკეთესო ადამიანების დაჯილდოება”).
  • აპ. ქუთათელაძის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თეატრალური მხატვრობის სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა ,,სამხატვრო აკადემიის საგანძური  რეგიონებში 70-80 წწ.” გახსნა.

(პროექტის ავტორი: დოქტორი თემურ ბიბილური, კოორდინატორები: ზურაბ გაბუნია და თემურ ბიბილური ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმთან ერთად, საექსპოზიციო ჯგუფი: ზურაბ გაბუნია – მუზეუმის ხელმძღვანელი; ლაშა ქარაია – ტექნიკური უზრუნველყოფა).

ვერნისაჟი და ტანძიის  ლიტერატურის მუზეუმისთვის სამხატვრო აკადემიაში შექმნილი ექსპონატების გადაცემა საზეიმო ვითარებაში.

(P.S) გამოფენა, ბოლნისის კულტურის სახლის ვესტიბიულში იმუშავებს და დამთვალიერებლების მიღებას შეძლებს  21 -28 მაისის ჩათვლით  11:00 სთ-დან  17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე; (ფასი: მოსწავლეთათვის 0. 50 ლ, ზრდასრულთათვის 1: 00 ლ,  6 წლამდე  ასაკის ბავშვებისათვის უფასო დასწრება).

 

 

ღონისძიება – III

18:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №108).

  • ტრადიციული მუსიკის დღესასწაული  ბოლნისში პროექტი ,,სამი თაობა”, ეთნოგრაფიული მუსიკალური სპექტაკლი ,,წუთისოფელი”.

პროექტისა და  სცენარის ავტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი: სოსო კოპალეიშვილი

მუსიკალური რედაქტორი: მალხაზ ერქვანიძე, კონსულტანტი: ნანა ვალიშვილი, რეჟისორი: ზურაბ ხვედელიძე, ქორეოგრაფი: თამარ რეხვიაშვილი, დიზაინერი, მხატვარი, სცენოგრაფი: დავით ჯამრიშვილი, ტექნიკური უზრუნველყოფა: გივი ფალავანდიშვილი, არჩილ ხაჩიძე, დავით ჯამრიშვილი.

მონაწილეობენ: ქ. ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ტრადიციული მუსიკის მიმართულების ბავშვთა და მოზარდთა, ახალგაზრდული და მოხუცთა ფოლკლორული ანსამბლები (მიმართულების ხელმძღვანელი: სოსო კოპალეიშვილი).

ბილეთის ფასი:  3 – 4 და 5 ლარი.

ღონისძიება – IV

20:30 სთ – კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია (ყოფილი კაფე-ბარ ,,ორბის” შენობა).

  • ნოვაცია და ინოვაცია ჩვენს სინამდვილეში ,,string art – ძაფების პერფორმანსი” – ორგანიზატორი: თორნიკე ადამაშვილი, პროექტის ავტორი: დიზაინერი ,,სმაკი” .

 (P.S) გამოფენა – ჩვენება გაიხსნება 20 მაისს 20:30 სთ-ზე და გასტანს 28 მაისის ჩათვლით ყოველდღე საღამოს 20:30 სთ-დან 22:30 სთ-მდე.

21 მაისი

ღონისძიება – I

კულტურულ – საგანმანათლებლო პროექტები:  ,,ჩემი მხარე”, ,,ქართული ენა” და ,,სამხატვრო აკადემიის საგანძური” ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეთათვის,  პედაგოგებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

(P.S) ერთი დამთვალიერებელი ჯგუფი ერთ დღეს დაესწრება  სამ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას.

  • (1.1) 14:30 სთ – პროექტი ,,ჩემი მხარე”; ექსკურსია ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში (მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №95).
  • (1.2)  15:30 სთ –  პროექტი ,,ქართული ენა”;  სტუდია ,,გუთანის” საგანმანათლებლო კინოპროექტის ,,საქართველოს ხერხემალი”  ფარგლებში გადაღებული  დოკუმენტური ფილმის ,,ლაზარე”  კინო-ჩვენება (მისამართი: ქ. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული დარბაზი ,,საბა”; კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია, სულხან-საბას ქ. №108).
  • (1.3)  16:30 სთ – (თსსა) აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ,,სამხატვრო აკადემიის საგანძური” გამოფენის დათვალერება

( მისამართი: სულხან-საბას ქ. №108,  ქ. ბოლნისის კულტურის სახლის ვესტიბიული).

 

ღონისძიება – II

18:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლი (მისამართი: სულხან-საბას ქ. №108).

  • ,,ცისკრის ნათება” – დეკანოზ ბასილ ახვლედიანის შემოქმედების პრეზენტაცია

პროექტის ავტორი: დეკანოზი ბასილ ახვლედიანი

             წამყვანებიმსახიობი მაკა შალიკაშვილი და დეკანოზი პეტრე კვარაცხელია

             მონაწილეობენ:  სოფო ხალვაში, ნოდიკო ტატიშვილი, ანსამბლი ,,ქართული ხმები”

ანსამბლი ,,ბოლნელა”.

ბილეთის ფასი:  3 -4  და 5 ლარი.

 

22 მაისი

ღონისძიება – I

16:00 სთ – მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული დარბაზი ,,საბა” (მისამართი: ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 108, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია).

,,საჯარო საუბრები” –  ბოლნისის მუნიციპალიტეტის  საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთათვის და პედაგოგებისათვის, აბიტურიენტებისათვის და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის.

ლიტერატურული  კონკურსის ,,საბას” პრემიის ლაურეატი, ახალგაზრდა მწერალი ,,ტორესა მოსი” – შეხვედრა მკითხველთან (წიგნის პრეზენტაცია და საუბრები), შეხვედრის ცოცხალი მუსიკალური თანხლება: მუსიკოსი (გიტარა) ანრი ღუდუშაური.

პროექტის კოორდინატორი: თორნიკე ადამაშვილი.

 

ღონისძიება – II

18:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: სულხან – საბას ქ. №108).

ქ. თბილისის თავისუფალი თეატრის სპექტაკლი ,,ვალსი ძილის წინ”.

პიესის ავტორი და რეჟისორი ავთანდილ ვარსიმავილი.

ბილეთის ფასი:  3 – 4 და 5 ლარი

 

23 მაისი

ღონისძიება – I

11:00 სთ – ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ეფრემის რეზიდენციაში ქვემო ქართლში მოღვაწე ბავშვთა და მოზარდთა საგუნდო კოლექტივების წარმომადგენლების მიღება.

 

14:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: სულხან – საბას ქ. №108).

  • საგუნდო მუსიკის კონცერტი ,,ალპებიდან კავკასიონამდე”.

პროექტის ავტორი: მუსიკოსი თამარ ბუაძე

მონაწილეობენ: ქვემო ქართლის ფოლკლორული, საგალობო და აკადემიური

გუნდები.

ბილეთის ფასი:  3 – 4 და 5 ლარი

 

24 მაისი

ღონისძიება – I

17:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: სულხან – საბას ქ. №108).

  • კლასიკური მუსიკის საღამო

პროექტის ავტორი:  საქართველოს სახალხო არტისტი თეიმურაზ გუგუშვილი

ორგანიზატორი:  ვანო სარაჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ფონდი

კონცერტმეისტერები:  ლელა უსეინაშვილი და მარინა ადამაშვილი

მონაწილეობენ: ვანო სარაჯიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ბილეთის ფასი: 3 – 4 და 5 ლარი

 

25 მაისი

ღონისძიება – I

14:30 სთ – ქ. ბოლნისის სამუსიკო სკოლა, მისამართი: სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 108, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია.

  • საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი

პროექტის კოორდინატორი: ლალი თანდარაშვილი.

მონაწილეობენ: ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები.

 

ღონისძიება – II

16:00 სთ – მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული დარბაზი ,,საბა” (მისამართი:  ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 108, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია).

  • თეატრალური პერფორმანსი ,,პიესის წაკითხვა“

პროექტის ავტორი:  ელენე ქასრაძე

ორგანიზატორი: თორნიკე ადამაშვილი

 

 

ღონისძიება – III

18:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: სულხან – საბას ქ. №108).

  • სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი ,,თეთრი ტალღა“ – სპექტაკლი ,,ჭინჭრაქა“.

პიესის ავტორი:  ნიკო ნახუცრიშვილი

რაჟისორი: ნუგზარ ლორთქიფანიძე და მიხეილ რატიანი

ბილეთის ფასი: 3 – 4 და 5 ლარი

 

26 მაისი

ღონისძიება – I

11:00 სთ – 18 : 00 სთ  – სადღესასწაულო ღონისძიებები ღია ცის ქვეშ  (მისამართი: კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან სულხან-საბას ქ. N1ბ – დან სულხან-საბას ქ. N57-მდე ცენტრალური გზა).

კულტურული აქტივობები:

  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა.
  • საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა ჩართულობით საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხეების მოწყობა და სადღესასწაულო პროგრამების წარმოდგენა.
  • ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და სომხების ეთნოგრაფიული კუთხეების გამოფენა.
  • ყვავილების ფესტივალი (გამოფენა-გაყიდვა).
  • მოსახლეობაში შემორჩენილი სიძველეების გამოფენა.
  • კინოთეატრ ,,ბოლნისში“ ნაპოვნი ნახატების გამოფენა
  • ქართული ცეკვის სახალხო ანსამბლ ,,ბოლნელის“ მოღვაწეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

მინი სცენა გამგეობის წინ:

  • ბოლნისის კ/სახლის ბავშვთა საესტრადო ანსამბლ ,,იმედის“ კონცერტი; დას:12:00 სთ.
  • მომღერალი და მუსიკოსი შოთიკო ადამაშვილის კონცერტი; დას: 13:30 სთ.
  • ბოლნისის კ/სახლის ფოლკ-ჯგუფ ,,მასპინძელოს“ კონცერტი; დას: 15:00სთ.
  • ასფალტზე ხატვა (სკოლამდელი აღსაზრდელთათვის) დას: 15:00სთ.
  • ბოლნისის კ/სახლის თოჯინების თეატრის სპექტაკლი; დას:16:30 სთ.
  • კულტურის სახლის წინ სამეჯლისო ცეკვები; დას: 17:00 სთ.

სპორტული აქტივობები:

  • მინი-ფეხბურთში გამარჯვებულის გამოვლენა კულტურისა და დასვენების პარკში (ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების, ქ. ბოლნისის უბნებსა და ორგანიზაციებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა  პირველობამ მინი-ფეხბურთში სტარტი აიღო 20 აპრილს) დას: 12:00 სთ.
  • ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებათა გვერდით სპორტული აქტივობების ნუსხა: მკლავჭიდი, კიკბოქსინგი, ჭიდაობა, ჭადრაკი, მარათონი სირბილში).

 

 

ღონისძიება – II

18:00 სთ – ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სცენა (მისამართი: სულხან – საბას ქ. №108).

  • სადღესასწაულო კონცერტი ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელოვანები საქართველოსთვის“.

ბილეთის ფასი: 3 – 4 და 5ლარი.

 

27 მაისი

ღონისძიება – I

16:00 სთ – ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 106, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზი.

კვირეულის ორგანიზატორების და საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა მასმედიასთან და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან.

ღონისძიება – II

18:00 სთ – ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეტრი –  სპექტაკლი ,,სულიკო”

პიესის ავტორი: ბასა ჯანიკაშვილი, რეჟისორი: ზურაბ ხვედელიძე, მხატვარი:  პაატა მძინარაშვილი, მუსიკალური გაფორმება: გუგა ხვედელიძე

ბილეთის ფასი: 3 – 4 და 5 ლარი

 

კვირეულის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი კობა ჟღენტი.

მთავარი ორგანიზატორი: ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

მხარდამჭერები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.

 

ბილეთები იყიდება:  ქ. ბოლნისის კულტურის სახლის სალაროებში ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.  სალარო მუშაობს:  10:00 სთ – 18:00 სთ, შესვენება: 13:00 სთ – 14:00 სთ.  

მთ. ღონისძიებების ბილეთის ფასი:  3- 4 და 5 ლარი (სკამების განლაგების შესაბამისად).

კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილ ღონისძიებებზე დასასწრები აბონემენტის ფასი: 20 ლარი

 

მისამართი: ქ. ბოლნისი სულხან-საბას ქ. №108,  ელ. ფოსტა: kulturabolnisi@mail.ru, kulturissaxli@yahoo.com ტელ: 599 859 851,  599 859 847, 599 859 642.

 


Share.

Comments are closed.