ფარვანა დაშდამიროვა – „ჩემი სამშობლო საქართველოა”

0

386511_109139452535317_65027276_nჩემი სამშობლო

სამშობლო ‘ – სიტყვა ‘დედის’ შემდეგ მეორე მშობლიური ხმაა. ჩემი სამშობლო საქართველოა. საქართველოს, როცა ვამბობთ, თვალში ცოცხლდება მაღალი მთები, მწვანე აგარაკები ,ცივი წყაროები, ლამაზი მინდვრები , სუფთა ჰაერი.ჩემთვის ჩემი სამშობლო – ულამაზესი ქვეყანაა. საქართველო თავისი ბუნებით და სილამაზით განსხვავდება. ჩემი სამშობლოს ყოველი ადგილი ჩემთვის სანუკვარია და საყვარელი..
საქართველო უძვლესი კულტურის ქვეყანა, პატარა და ლამაზი, ამ ტერირორიაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი დიდი სამეფო იყო- კოლხეთი დ იბერია.კოლხეთის სამეფოს უკავშირდება მითი არგონავტებისა და ოქროს საწმსის შესახებ.
ჩვენს სამშობლოში ქრისტიანობა სახელმწიფო რწმენაა. მიუხედავად იმისა რომ მე მუსლიმანი ვარ , ჩვენს სახელმწიფო რწმენას პატივს ვცემ, მის ხალხს ვაფასებ. ჩემი სამშობლო დიდი ისტორიის მფლობელია.აქაური ისტორიის ტრადიციები,ძეგლები,კურგანები,განსხვავებული კულტურა სამშობლიის სილამაზეს მრავალფეროვანს ხდის.
საქართველო ბევრი ომის მოწმეა. მან წარსულიდან ამ დღემდე თავის მწარე და ძნელ დღეებში თავისი სიდიადე არ დაკარგა. საქართველომ თავის მიწაზე ბევრი გმირები. საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და პოეტები გამოზარდა, რომელიც კიდევ ჩვენს გულშია. ამ მხრიდან შოთა რუსთაველი, გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, დავით გურამიშვილი.ამჯამად ჩემი სამშობლო დამოუკიდებული სახელმწიფოა. მას ჰყავს ენატკბილი, არამკვეხარა, სტუმარმოყვარე, შრომისმოყვარე ხალხი.
ეს ლამაზი ქვეყანა დღითიდღე ტექნიკური და სპორტულ განვითარებაშია ის ამავე დროს სხვადასხვა ქვეყნებთან კავშირშია. სამშობლოს ასეთი განვითარება მე ძალიან მახარებს.
დედაქალაქი თბილისი თავის სილამაზით, სიმწვანით ყოველთვის წინ დგას. ცნობილი ქართველი პოეტები თბილისს თავის ლექსებში ლამაზად აღწერენ, მაგალითად გიორგი ლეონიძის ლექსი ‘თბილისი’, ლადო ასათიანის ‘სიმღერა თბილისზე’.
საქართველოში მცხოვრები ხალხი თავს ბედნიერად გრძნობს.იმიტომ, რომ ის თავის ზრუნველობას არასოდეს ჩვენ არ გვაკლებს. ჩვენ სამშობლო ძალიან გვიყვარს. მის სიამაყეს, სიდიადეს თავს ვუხრით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ.სავანეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე:
ფარვანა დაშდამიროვა.


Share.

Comments are closed.