„ტერიტორიაზე იყო იარაღები, რომელიც სასამართლოს გადავეცით, მაგრამ ძეგლი აღარ არსებობს”

0

13641_video„საყდრისის საბადოზე არქეოლოგიური ძეგლის არარსებობას არქეოლოგი ირინა ღამბაშიძე ადასტურებს, რომელიც ყაჩაღიანის უბანს მოსამართლეებთან და ექსპერტებთან ერთად ათვალიერებდა.

მისი თქმით ძეგლი აფეთქებული და დანგრეულია, შესაბამისად იქ მონიტორებმა ვერაფერი დააფიქსირეს.

“ძეგლი ამ შემთხვევაში აფეთქებულია და მონიტორებმა იქ ვერაფერი ვერ დააფიქსირეს. ტერიტორიაზე იყო იარაღები, რომელიც მოვაგროვეთ და სასამართლოს გადავეცით, მაგრამ ძეგლი აღარ არსებობს. სავარაუდოდ ქვედა ფენებშიც არაფერი იქნება”, – განაცხადა ღამბაშიძემ.

ცნობისთვის ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ექსპერტები, არქეოლოგები და საყდრისის საბადოსთან დაკავშირებული სასამართლო დავის განმხილველი მოსამართლეები იმყოფებოდნენ. მათ ტერიტორია “RMG ჯგუფის” წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.


Share.

Comments are closed.