სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა ბოლნისში ნათესები დაათვლიერა

0

copurashviliსოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გოჩა ცოფურაშვილმა   ქვემო ქართლში  კარტოფილის და ხახვის ნათესები დაათვალიერა და მოსახლეობას შეხვდა. წელს, საადრეო კარტოფილის ექსპორტი აზერბაიჯანში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში იგეგმება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ახალი კარტოფილის ექსპორტის შესაძლებლობებზე ისაუბრა.  მინისტრის მოადგილემ  მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა და ფერმერებს მიმდინარე პროექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე სარწყავი სისტემების მოწესრიგების და ნათესი ფართობების გასარწყავიანების საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ბოლნისში გამართულ შეხვედრას  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძეც ესწრებოდა. მან ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის გზით შეუძლია მიიღოს მოსახლეობამ. დღეისათვის ქვემო-ქართლის რეგიონში 130  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარება ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალი სტანდარტების პროდუქციის წარმოებას, რაც თავისთავად პროდუქციას კონკურენტუნარიანს ხდის.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში მინისტრის მოადგილესთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც მოსახლეობას კარტოფილის დაავადებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


Share.

Comments are closed.