სოფელ რატევანში შუახნის ქალი ტურამ დაკბინა

0

b9f965c9125bბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანში ტურამ შუახნის ქალბატონი დაკბინა, რომელიც მინდორში იმყოფებოდა. დაზარალებულის განცხადებით ტურამ მას ფეხზე უკბინა, ხოლო ხელები დაუკაწრა..

„შუადღის საათებში მინდორში მარტო ვიყავი, ბალახს ვკრეფდი. უცებ მეცა, თავიდან ძაღლი მეგონა,  რომ დავაკვირდი ტურა იყო, შემეშინდა, მაგრამ არ დავიბენი და ჯოხით  მოვიგერიე“.

დაზარებულის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მას მალევე აღმოუჩინეს  პირველადი დახმარება და გაუკეთეს ცოფის საწინააღმდეგო აცრა.

როგორც გამგებლის წარმომადგენელი აღნიშნავს, მინდვრებში მომრავლებულია მტაცებელი ცხოველი, თუმცა ადამიანის დაკბენის შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.


Share.

Comments are closed.