სოფელ ბოლნისში ღაზაროს აღაიანის იუბილე აღინიშნა

0

11169777_947536671974119_5594045581398902331_oსოფელ ბოლნისში სომეხი მწერლის ღაზაროს აღაიანის იუბილე წელს 2 მაისს აღინიშნა. მწერლისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 175-ე იუბილე მისსავე სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. სოფელს, სადაც ღაზაროს აღაიანი დაიბადა, საპატიო სტუმრები ეწვივნენ და სომეხი მწერლის ცხოვრება და შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოში სომხური მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ჟორა სნხჩიანი, სომხური დიასპორის თავმჯდომარე გენრიხ მურადიანი, სომხური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არმენ ბაინდურიანი, საერთო-სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველოს” თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, „ბოლნის-ხაჩინის“ საზოგადოების წევრები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სულიერი მამები და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის პირველი მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილი. საპატიო სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა უმასპინძლა.

Share.

Comments are closed.