საჯარო სკოლის მოსწავლეები შემეცნებითი სახის პროექტებს განახორციელებენ

0

11304274_385340955000466_867217817_n„ჩვენ ვებრძვით ნარკომანიას და არა ნარკომანს“, „თანამედროვე წიგნები ბიბლიოთეკაში“, „რუკები სკოლას“, „წიგნი განათლების წყაროა“ და „ჩვენ შევძლებთ“, ეს ის პროექტებია, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები  განახორციელებენ.

ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები ემსახურება ბოლნისში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობას და ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობას. პროექტების ბიუჯეტი 2457 ლარია, რომლის ფარგლებშიც სოფელ რატევნის საჯარო სკოლის მოსწავლეები მოახდენენ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირებას ნარკომანიის  თანმდევ უარყოფით შედეგებზე. პროექტის ფარგლებში დაამზადებენ საინფორმაციო ბროშურებს, გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმს, ჩაატარებენ ტრენინგებს.

„ჩვენ შევძლებთ“ პროექტის ფარგლებში მოხდება ფოტოების გამოფენა გარემოსდაცვით საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, შეირჩევიან და დაჯილდოვდებიან საუკეთესო ნაშრომების ავტორები. „თანამედროვე წიგნები ბიბლიოთეკაში“, მიზნად ისახავს ახალგაზრდების კითხვით დაინტერესებას. ბოლნისის №5 საჯარო სკოლის ახალგაზრდული იდეის კლუბის წევრები  ჩაატარებენ სხვადასხვა სახის ლიტერატურულ ღონისძიებებს.

იმისათვის, რომ გეოგრაფიის გაკვეთილები მეტად საინტერესო იყოს და ახალგაზრდებს თანამედროვე მასალებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა, პროექტ „რუკები სკოლას“ ფარგლებში მოსწავლეები ბოლნისის პირველი საჯარო სკოლისთვის რუკებს შეიძენენ.

პროექტის ფარგლებში №5 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეაგროვებენ მაკულატურას,  გადაცვლიან წიგნებში და გადასცემენ  ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადს“.

„ახალგაზრდული ინტეგრაციის პროგამის ფარგლებში ფონდი გააგრძელებს ახალგაზრდების ჩართულობას და მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობას, მათი სამოქალაქო ლიდერებად და საზოგადოებრივ ფილანტროპებად ჩამოყალიბებას.  ახალგარდებს შესაძლებლობა ეძლევათ აიმაღლონ ცნობიერება და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები გრანტების ადმინისტრირებაზე, გენდერულ თანასწორობაზე, გარემოს დაცვასა და სხვა აქტიურ საკითხებზე. პროგრამის მონაწილეები გაივლიან ტრენინგს სოციალურ მეწარმეობაზე“,  – აღნმიშნა bolnisi.ge-თან ახალგარზდული იდეის პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ქობალიამ.

 მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.