„საყდრისის საბადოს არქეოლოგიური ობიექტი აღარ არსებობს”

0

1428414725479129„ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია”- აცხადებენ კომპანია „არემჯი”-ში.

“RMG ჯგუფის” იურიდიული დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მოსამართლეები და არქეოლოგები დარწმუნდნენ, რომ საყდრისის საბადოს არქეოლოგიური ობიექტი აღარ არსებობს.

როგორც ვახტანგ ფარესიშვილმა მოსამართლეებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენელი არქეოლოგოების მიერ, ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადა, დადასტურდა, რომ არქეოლოგიური ობიექტი დაშლილია და ის აღარ არსებობს. მისივე თქმით კომპანია საქმიანობას კანონის სრული დაცვით ახორციელებს.

რეკლამა

“ყველა მხარის არქეოლოგმა დაათვალიერა აღნიშნული ობიექტი და ყველამ დაადასტურა, რომ არქეოლოგიური ობიექტი დაშლილია, აღარ არსებობს, სტერილურია და აღარანაირი ნიშანი და აზრი საქმიანობის შეჩერების აღარ არსებობს. კომპანია საქმიანობას კანონის სრული დაცვით ახორციელებდა და ახორციელებს. ამ შემთხვევაში ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია”, – განაცხადა ფარესიშვილმა.

Share.

Comments are closed.