საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში კიდევ ერთი სპექტაკლი გაიმართა

0

11169549_960625443998575_6254621567686064037_o,,ჭინჭრაქა”ასე ერქვა სპექტაკლს რომელიც სოხუმის მოზარდმაყურებლთა სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა ,,თეთრმა ტალღამ” კულტურის სახლის სცენაზე ითამაშა.

გიორგი ნახუცრიშვილის ორმოქმედებიანი პიესა რეჟისორმა ნუგზარ ლორთქოფანიძემ  და მიხეილ რატიანმა წარმოადგინეს. სპექტაკლი, რომელიც სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, მ. თუ­მა­ნიშ­ვი­ლის „ჭინ­ჭ­რა­ქას“ ვერ­სი­ის­გან. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია პერ­სო­ნა­ჟე­ბის ხა­სი­ა­თე­ბიც. რო­გორც ყვე­ლა ზღა­პარ­ში- სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის მა­რა­დი­უ­ლი თე­მე­ბი ფი­გუ­რი­რებს. ორ მოქ­მე­დე­ბი­ან კო­მე­დია-ზღა­პარ­ში შეხ­ვ­დე­ბით ტყის ბი­ნა­და­რებს, იმოგ­ზა­უ­რებთ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში, მა­გი­უ­რი ნივ­თე­ბის წყა­ლო­ბით ნა­ხავთ თუ რო­გორ ­ა­მარ­ცხე­ბს ჭინ­ჭ­რა­ქა და მზე­თუ­ნა­ხა­ვი ბო­როტ დევს.

ახალი „ჭინჭრაქა“ არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის. დღევანდელობას მორგებულ კომედია-ზღაპარში გმირები ხუმრობენ ყველასთვის ნაცნობ და საჭირბოროტო თემებზე. მაგალითად, ვხვდებით ტყის ბინადრებს, რომლებიც იძულებულნი არიან ემიგრაციაში წავიდნენ.

რეჟისორმა გამოხატვის განსხვავებული ფორმა აირჩია. სპექტაკლის სანახაობრივი მხარე გააძლიერა და ზღაპარი თანამედროვე ელემენტებით, თანამედროვე ცეკვითა და მუსიკით გააფორმა.

,,ბოლნისში სტუმრობა ძალიან გვახარებს ეს ჩვენი მეათე ვიზიტია. თქვენს ქალაქში კარგი ტრადიციაა დამკვიდრებული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის სახით. მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორს ასეთი თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენმა დასმა ითამაშა სპექტაკლი ,ჭინჭრაქა”, რომელიც თავის დროზე რუსთაველის თეატრში დაიდგა მიხეილ თუმანიშვილის მიერ, ცოტა ვღელავდით როცა ამ  ზაპრის თამაში გადავწყვიტეთ, რადგან ყველას ახსოვს ის გენიალური შესრულება. ჩვენ განსხვავებული ვერსია წარმოვადგინეთ, როგორი გამოგვივიდა მაყურებელმა შეაფასოს”, _ აღნიშნა სოხუმის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის სამხატრო ხელმძღვანელმა მიხეილ რატიანმა.

Share.

Leave A Reply