ბოლნისის წმინდა იოანე ბოლნელის სკოლაში PISA საერთაშორისო კვლევა განხორციელდა

0

11122463_788444594603618_1782682003_nსაქართველოს მასშტაბით შერჩეულ 6000 მოსწავლეს შორის პროგრამაში ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.

კვლევის მიზანია განისაზღვროს რამდენად კარგად არის მოსწავლე მომზადებული საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და სრულფასოვანი ჩართულობისთვის.

PISA შემუშავებულია ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების მიერ და მასში მონაწილეობას იღებს 70 ქვეყანა. კვლევაში საქართველო 2009 წლიდანაა ჩართული.

რეკლამა

“PISA ხორციელდება 2000 წლიდან და ამოწმებს ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ხორციელდება  სამ წელიწადში ერთხელ და ყოველი მომდევნო ფაზისთვის დასახელებული სამი სფეროდან ერთ-ერთს ენიჭება პრიორიტეტული მნიშვნელობა. მაგალითად 2009-2010 წლის კვლევაში მთავარი იყო კითხვის უნარების შემოწმება.  2015 წელს კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გაკეთდა აქცენტი. გარდა ტესტებისა, კვლევის ფარგლებში მოსწავლეებმა და სკოლის დირექტორმა შეავსეს კითხვარები, რომელთა მიზანია აჩვენონ, რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლეთა მიღწევებზე”, -აღნიშნა გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ედიშერ მიდელაშვილმა.

კვლევა რეგულარულად ტარდება, რაც მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში თვალ-ყური ადევნოს რა შედეგებს აღწევენ ისინი საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების დაძლევის გზაზე.

მაგდა დევნოზაშვილი


Share.

Comments are closed.