სამი საპრიზო ადგილი ბოლნისის ძიუდოს სკოლის სპორტსმენთა ანგარიშზე

0

maxresdefault23-24 მაისს, ქალაქ მესტიაში ჩატარდა ლერი ნაკანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკთა შორის.

ტურნირში მონაწილეობდნენ საქართველოს ყველა რეგიონის ნაკრები გუნდები, აზერბაიჯანის სამი და უკრაინის ერთი გუნდი. აღნიშნულ ტურნირზე ბოლნისის ძიუდოს სკოლის ოთხი სპორტსმენი ასპარეზობდა. მათგან სამმა მიაღწია წარმატებას. 55 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ლაშა გირგვლიანმა, 66 კგ. წონით კატეგორიაში III საპრიზო ადგილი დაიკავა თორნიკე ონიანმა, ხოლო მძიმე წონაში II ადგილზე გავიდა ზეზვა ქლიბაძე.

„ტურნირი რამოდენიმეჯერ ჩატარდა მესტიაში, ორგანიზებაში ადგილობრივ  ხელმძღვანელობასთან ერთად ძიუდოს ფედერაციაც მონაწილეობდა. მოწვეული ჰყავდათ მსაჯთა ბრიგადა, ერთ-ერთი მსაჯი მე გახლდით. ტურნირმა მაღალ დონეზე ჩაიარა. ჩვენმა სპორტსმენებმა კარგად იასპარეზეს.  სამმა მიაღწია სასურველ შედეგს.  მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლა ახალი შექმნილია  და ფინანსურად  გვიჭირს, ამიტომ სპორტსმენების ნაკლები რაოდენობა მონაწილეობდა“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში ძიუდოს სკოლის უფროსმა მწვრთნელმა შერმადინ დადვანმა.

მარინე გავაშელი


Share.

Comments are closed.