საბავშვო ბაღების ხორცის მომარაგებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

0

meatსურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღების ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავა.

ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების ხორცის მომარაგებასთან დაკავშირებით სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო გატარებული ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს. იმისთვის, რომ საბავშვო ბაღებში გამოირიცხოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი და საეჭვო წარმომავლობის ხორცის მოხვედრა, სააგენტომ ინპექტირება ჩაატარა ცხოველთა ყველა მოქმედ სასაკლაოზე, საიდანაც საბავშო ბაღები ხორცით მარაგდებიან. სააგენტოს რეკომენდაციით, ხორცის დამუშავება-დარბილება უშუალოდ სასაკლაოზე უნდა განხორციელდეს, ვინაიდან წარმოება-გადამუშავების ყველა დამატებითი ეტაპი წარმოადგენს სურსათის მიკრობიოლოგიური დაბინძურების პოტენციურ წყაროს და ართულებს მიკვლევადობას. ამ მიზნით შემუშავდა რეკომენდაციები საბავშვო ბაღებში საქონლისა და ფრინველის (ქათმის) ხორცის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომლებიც საბავშვო ბაღებსა და შესაბამის უწყებებს წარედგინა.
სააგენტო განმარტავს, რომ ეს და სხვა ღონისძიებები მაქსიმალურად შეამცირებს საბავშო ბაღებში საეჭვო წარმომავლობის და ადმიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის მოხვედრას.


Share.

Comments are closed.