როგორ გადაარჩინა 8 წლის ბიჭმა დედა

0

thumbძნელია, დაივიწყო 8 წლის პატარა ბიჭუნას აკანაკალებული ხმა, რომელიც 112-ის ოპერატორს დახმარებას თხოვდა: „ჩემი დედა ცუდადაა… ვერ დგება…“ – ეს ლექსო ბოჟაძის ისტორიაა, პატარა ბიჭის, რომელმაც დედა სიკვდილს გადაარჩინა მხოლოდ იმით, რომ იცოდა სად უნდა დაერეკა და როგორ მოქცეულიყო გადაუდებელი შემთხვევის დროს. ეს ამბავი ერთი წლის წინ, თბილისში მოხდა.
გასაოცარია, რომ 8 წლის ბავშვი არ დაიბნა და ოპერატიულად იმოქმედა. მან 112-ზე დარეკა და ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახლში არსებული სიტუაციის შესახებ. დედა გადარჩა…
ამ ისტორიამ ლექსო გმირად აქცია საქართველოში. 8 წლის ბიჭუნას ისტორიამ გულგრილი არ დატოვა არც ევროპა. პატარა ბიჭის გმირობის ისტორია მისაბაძი გახდა და 2015 წლის ევროპის საგანგებო ნომრის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ლექსო ერთხმად დასახელდა „განსაკუთრებული მოქალაქის“ ნომინაციაში გამარჯვებულად.


Share.

Comments are closed.