სოფელ რაჭისუბნის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა…
ათი მოსწავლისთვის სკოლის კედლებთან გამომშვიდობების დროც დადგა. დღე, რომელსაც 12 წელი ელოდნენ, სიხარულითა და ამავდროულად სინანულით სავსე აღმოჩნდა. სიხარულით, რადგან ცხოვრების ახალ სარბიელზე გავიდნენ, ხოლო სინანულით, რადგან საყვარელ მასწავლებლებს, მერხსა და ლაღ, ბავშვურ ყოველდღიურობას გამოემშვიდობნენ. ბოლო ზარის ღონისძიებამაც ჩვეული სიხალისით ჩაიარა. მოსწავლეები სკოლიდან კეთილი სურვილებით გააცილეს. კრეატიულმა მოსწავლეებმა საზოგადოება გამორჩეული უნიფორმით გააოცეს. ღონისძიების შემდეგ კი, ფოტოსესიაც მოაწყვეს.
გავა წლები და სოფელ რაჭისუბნის 2014-2015 წლის გამოშვება ხალისიანი ფოტოებით გაიხსენებს ბოლო ზარით განცდილ სიხარულსა და ბედნიერებას.